saqarTvelos vulkanebi - Savnabadas vulkani (TeleTis qedze)
ტერიტორიული ერთეული | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
ქედი | თელეთის ქედი |
კოორდინატები | 41°37`32` ჩ. გ. 43°42`16` ა. გ. |
სიმაღლე | 770 მ |
მთა და ჩამქრალი ვულკანი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თრიალეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ განშტოებაზე, თელეთის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 770 მ. მწვერვალი თბილისიდან 30 კმ-ში მდებარეობს. დენუდაციით პრეპარირებული ვულკანური კონუსია. აგებულია ეოცენური ვულკანოგენური დანალექებით. მთის წვერი შემოსილია ნატყეური მდელოს ბალახეულით, კალთები - ჯაგეკლიანებით. შავნაბადის მთაზე დგას წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი.